შიგთავსზე გადასვლა

კომპანიის საჭიროებებზე მორგებული Odoo - ს მოდულები

                                                                         ქართული ბაზრის და კანონმდებლობის მოთხოვნებზე მორგებული Odoo-ს მოდულები

ბუღალტრული სისტემა

მოდული მოიცავს საქართველოს სტანდარტულ ბუღალტრულ ანგარიშთა გეგმას, წინასწარ განსაზღვრულ შესყიდვისა და გაყიდვის გადასახადებს, პარტნიორების ფისკალურ პოზიციებს, ფისკალური პოზიციების მიხედვით გადასახადების წესებს და საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) მიხედვით განახლებად ვალუტის კურსებს.

თავსებადია შემდეგ ვერსიებთან: Odoo.sh and Odoo Enterprise on premises, Odoo Community.

RS.GE სისტემასთან საბაზისო ინტეგრაცია

RS.ge ზედნადებებისა და ინვოისების API ინტეგრაცია უზრუნველყოფს ზედნადებებისა და ინვოისების იმპორტსა და შექმნას, მათ საფუძველზე შესყიდვებისა და პროდუქტების ავტომატურ გენერირებას, პარტნიორებისა და პროდუქტების ავტომატურ დაკავშირებას სისტემაში არსებულ ჩანაწერებთან, საწყობის ოპერაციების განახლებას და გაყიდვისა და შესყიდვის ინვოისებთან დაკავშირებას.

თავსებადია შემდეგ ვერსიებთან: Odoo.sh and Odoo Enterprise on premises

ადამიანური რესურსების მართვა, ხელფასების დარიცხვა და დასწრების აღრიცხვა

ხელმისაწვდომია თანამშრომლის ხელშეკრულებების კანონმდებლობაზე მორგებული შაბლონები, შესაძლებელია ხელფასის ავტომატური აღრიცხვა და ცვლების გრაფიკის მართვა.

თავსებადია შემდეგ ვერსიებთან: Odoo.sh and Odoo Enterprise on premises

უძრავი ქონების მართვა

უძრავი ქონებისა და ბიზნეს ცენტრების მართვის სისტემა, რომელიც მოიცავს შენობებისა და ოფისების მართვას, მფლობელებისა და მოიჯარეების აღრიცხვას, მხარდაჭერის სერვისებს, კონტრაქტებსა და BMS ბილინგის ინტეგრაციას.

თავსებადია შემდეგ ვერსიებთან: Odoo.sh and Odoo Enterprise on premises