შიგთავსზე გადასვლა

Odoo Community Edition ფუნქციონალი ინტერგარციის მოდულებით

გაყიდვები და CRM

ძირითადი ფუნქციები


CRM

სისტემა უზრუნველყოფს ლიდების მართვას, გაყიდვების პროცესის კონტროლსა და მარკეტინგული აქტივობების ავტომატიზაციას. მომხმარებლებთან კომუნიკაციის სრული ისტორია ერთ სივრცეშია თავმოყრილი, ხოლო გაყიდვების პროგნოზი ხელმისაწვდომია მოსახერხებელი კანბან დაფიდან. 

გაყიდვები

სისტემა უზრუნველყოფს პროფესიონალური კომერციული შეთავაზებებისა და გაყიდვების ორდერების შექმნას, ასევე ლიდების ინვოისებად გარდაქმნას. ხელმისაწვდომია ფასების ავტომატური მართვა, ფასდაკლებების მექანიზმები და შაბლონების მოქნილი კონფიგურაცია.

ინვოისები

კონტრაქტების მართვა, განმეორებადი ინვოისების გენერაცია და timesheet-ების მიხედვით ბილინგი ერთ სისტემაში. ონლაინ გადახდების ინტეგრაცია და ვადაგადაცილებული ანგარიშების ავტომატური კონტროლი უზრუნველყოფს სწრაფ გადახდებს.

ოპერაციები და ლოგისტიკა

შესყიდვებსა და მარაგებზე სრული კონტროლი


მარაგები (საწყობი)

Odoo-ს საწყობის სისტემის ორმაგი ჩანაწერების მოდელი უზრუნველყოფს საწყობის მაქსიმალურ ეფექტიანობას. სისტემა აკონტროლებს მარაგის გადაადგილებას მომწოდებლიდან მომხმარებლამდე, smart პროგნოზირების, ბარკოდების მხარდაჭერისა და მარაგის ავტომატური შევსების მექანიზმების გამოყენებით.

შესყიდვები

სრული ავტომატიზაცია მიწოდების ჯაჭვის RFQ-ების კონტროლით, შესყიდვების ორდერების მართვა და მომწოდებელთან ურთიერთობების გამარტივება. ავტომატურად ანახლებს მარაგების დონეს და პირდაპირ უკავშირდება დებიტორული დავალიანებების სისტემას.

წარმოება  (MRP)

წარმოების სრული დაგეგმვა და მართვა ერთ სისტემაში — მასალებიდან საბოლოო პროდუქტამდე, რეალურ დროში კონტროლით.

კადრების მართვა და პროდუქტიულობა

თანამშრომელთა მართვის სისტემები 


თანამშრომლები

შექმენით თანამშრომელთა მონაცემების ერთიანი სისტემა და ეფექტურად მართეთ დეპარტამენტები, პოზიციები, ხელშეკრულებები და ორგანიზაციული სტრუქტურა.

დასწრების აღრიცხვა

მართეთ თანამშრომლების შემოსვლა და გასვლა მარტივი კიოსკის რეჟიმის, PIN-კოდების ან ბეიჯის სკანირების მეშვეობით. იდეალურია ყოველდღიური დასწრების, ნამუშევარი საათების საერთო რაოდენობისა და სამუშაო ცვლების აღრიცხვისთვის. 

თანამშრომელთა კომუნიკაციის სივრცე

სისტემა უზრუნველყოფს გუნდის კომუნიკაციის გაუმჯობესებას - შიდა ჩატის არხების, პირადი შეტყობინებების, ფაილების გაზიარებისა და პირდაპირი ვიდეო/აუდიო ზარების საშუალებით, რომლებიც სამუშაო სივრცეშია ინტეგრირებული.

პროექტების და დავალებების მართვა

ყველაფერი წარმატებული დასაწყისისთვის


პროექტები

დააორგანიზეთ, დაგეგმეთ და აკონტროლეთ კომპანიის მიზნები ერთობლივი პროექტებით საერთო სივრცის მეშვეობით. სისტემა უზრუნველყოფს მრავალპროექტიან მიმოხილვას, მორგებულ ეტაპებს და პროგრესის მაღალი დონის კონტროლს.

დავალებები

სისტემა უზრუნველყოფს პროექტების ფარგლებში ინდივიდუალური დავალებების სიების მართვას მოქნილი კანბან ან სიის ხედვის გამოყენებით. ასევე შესაძლებელია გუნდის წევრების დანიშვნა, ვადების განსაზღვრა, tag-ების დამატება და ქვე-დავალებების მონიტორინგი ყოველდღიური სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის.

სამუშაო პროცესების დაგეგმვა

სისტემა უზრუნველყოფს რესურსების, ცვლებისა და გუნდის გრაფიკების კოორდინაციას სხვადასხვა პროექტზე. ასევე, მენეჯერებს ეხმარება შეფერხებების თავიდან აცილებაში ვიზუალური გრაფიკის მეშვეობით, რომელიც აჩვენებს თანამშრომლების ხელმისაწვდომობასა და სამუშაო დატვირთვას.

POS და რესტორნის მართვა

ყველა საჭირო ინსტრუმენტი საცალო ბიზნესისთვის ერთ სივრცეში 


POS სისტემა საცალო მაღაზიებისთვის

მართეთ სწრაფი და საიმედო საცალო გაყიდვების სალარო სისტემა, რომელიც შეუფერხებლად მუშაობს როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ რეჟიმში. სისტემა აღჭურვილია სენსორზე მორგებული ინტერფეისით, ბარკოდის სკანირებით, გადახდის მოქნილი მეთოდებით და მარაგების რეალურ დროში ავტომატური შემცირებით.

რესტორნისა და ბარის POS სისტემა

რესტორნებისა და ბარების მართვის სისტემა უზრუნველყოფს სრულ სერვისს — შეკვეთებს, ანგარიშებს და მაგიდების მარტივ და ეფექტურ მართვას.

სარესტორნო სივრცის (მაგიდების) მართვა

ვიზუალური გეგმით მარტივად მართავთ მაგიდებს, სტუმრების ნაკადს და სისტემა გიადვილებთ მიმტანის გადანაწილების პროცესს.

ვებ მომსახურებები და მარკეტინგი

ვებსაიტის შექმნის ინსტრუმენტი


ვებსაიტის შექმნის პლატფორმა

შექმენით შთამბეჭდავი, მობილურებზე მორგებული კორპორატიული ან პირადი ვებსაიტები ინტუიციური „drag-and-drop“ შაბლონური სისტემით. მარტივად მართეთ ვიზუალური შაბლონები,  საიტის გვერდები და მრავალენოვანი კონტენტი დეველოპერის ჩარევის გარეშე.

ელ. კომერცია

გარდაქმენით თქვენი ვებსაიტი სრულფასოვან ონლაინ მაღაზიად. მართეთ პროდუქციის ონლაინ კატალოგი ვარიანტებით, ინტეგრირებული კალათით, მარტივი გადახდის პროცესით, B2B/B2C მომხმარებლის პორტალებით და გადახდის პროვაიდერების ბმულებით.

Email Marketing

შექმენით და გაგზავნეთ მიზნობრივი ელფოსტის კამპანიები მზა დიზაინის შაბლონით. აკონტროლეთ შედეგები რეალურ დროში და ნახეთ ელ.ფოსტის გახსნისა და გამოწერის მაჩვენებლები მარტივად.

ინტეგრაცია შემოსავლების სამსახურთან

Georgian revenue service API Integration


პარტნიორების მონაცემების ავტომატური ძებნა და შევსება

პარტნიორის სახელისა და საგადასახადო სტატუსის შემოწმება საქართველოს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური პროგრამული ინტერფეისის API-ს მეშვეობით

ელექტრონული ზედნადები

სისტემა გაძლევთ საშუალებას შექმნათ და გააგზავნოთ ელექტრონული ზედნადებები (E-Waybill) გამავალი ოპერაციებისთვის — პროდუქციის გაყიდვისა და შიდა გადაადგილებისას. სისტემა უზრუნველყოფს საქონლის ოფიციალურ აღრიცხვასა და კონტროლს.

ზედნადებების იმპორტი და პროდუქციის განაწილების მოდული არ არის მხარდაჭერილი.

ელექტრონული ინვოისი

სისტემა გაძლევთ საშუალებას შექმნათ ელექტრონული ინვოისები გაყიდვების, ავანსის გადახდებისა და ელექტრონულ ზედნადებთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის. ასევე შესაძლებელია ერთ ინვოისში საქონლისა და მომსახურების ერთად დაფიქსირება.

სისტემის ფუნქციები და ინსტრუმენტები

ახალი შესაძლებლობები


ავტომატიზაციები

სისტემა ამცირებს ხელით სამუშაოს და ავტომატურად ასრულებს მოქმედებებს წინასწარ განსაზღვრული წესების მიხედვით, კერძოდ, სისტემა ავტომატურად ცვლის დოკუმენტების სტატუსებს, აგზავნის შიდა შეტყობინებებს,კონკრეტულ დოკუმენტს ავტომატურად უნიშნავს პასუხისმგებელ პირს და ანახლებს მონაცემებს.

Per-Document Collaboration

იმუშავეთ გუნდურად პირდაპირ ჩანაწერის შიგნით — კომენტარებით, ფაილების მიმაგრებით და აქტივობების დაგეგმვით. ყველა კომუნიკაცია ერთ ადგილას, თქვენს ინვოისებთან, დავალებებსა და ლიდებთან ერთად.

მოქნილი ანგარიშგება

მონაცემების ანალიზისა და ვიზუალიზაციის ძლიერი ინსტრუმენტი ბიზნეს ტენდენციების დასანახად რეალურ დროში.


ხშირად დასმული კითხვები:


ბუღალტრული მოდული ხელმისაწვდომია მხოლოდ Odoo Enterprise ვერსიაში და მისი აქტივაცია Community ვერსიაზე შეუძლებელია. საბაზისო ბუღალტრული აღრიცხვისთვის გამოიყენება ინტეგრირებული ინვოისების მოდული. ვერსიის განახლების შემთხვევაში, არსებული ჩანაწერები ავტომატურად გადადის ბუღალტრულ მონაცემებად.

დიახ, ელფოსტის გასაგზავნად საჭიროა თქვენი იმეილ ანგარიშის გააქტიურება, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი ავტომატური გაგზავნა სამუშაო პროცესების მიხედვით.

დიახ, შესაძლებელია. ხელმისაწვდომია მხოლოდ Pro და Expert ჰოსტინგის ვერსიებში.

50,000+ კომპანია იყენებს Odoo-ს თავისი ბიზნესის განვითარებისთვის.

შემოგვიერთდით და გახადეთ თქვენი კომპანია უფრო ეფექტური.