შიგთავსზე გადასვლა

Odoo Enterprise-ის ძირითადი ფუნქციები

გაყიდვები და CRM

შემოსავლების სრული პროცესის მართვის მოწინავე ინსტრუმენტები


CRM

ლიდებისა და გაყიდვის შესაძლებლობების მართვა ერთ სივრცეში — პირველი კონტაქტიდან წარმატებით დახურულ გარიგებამდე. მოქნილი Kanban Pipeline საშუალებას იძლევა მარტივად ორგანიზდეს გაყიდვების პროცესი, გადანაწილდეს ამოცანები და გაკონტროლდეს ვადები. სისტემა ავტომატურად აფასებს ლიდებს მათი აქტივობისა და ჩართულობის მიხედვით, ხოლო ჩაშენებული კომპანიის მოძიების ფუნქცია საკონტაქტო მონაცემებს ერთი დაწკაპუნებით ავსებს. ყველა მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის ზარები, დემოები და შემდგომი კომუნიკაცია, იმართება პირდაპირ შესაძლებლობის ბარათიდან. გაყიდვების პროგნოზები კი ყოველთვის ხელმისაწვდომია რეალურ დროში, მენეჯერის, გუნდის ან კონკრეტული პერიოდის ჭრილში.

გაყიდვები

სისტემა უზრუნველყოფს პროფესიონალური კომერციული შეთავაზებების უსწრაფეს შექმნას - პროდუქტის შაბლონების, კონფიგურირებადი ფასების სიებისა და არჩევითი ფასდაკლებების გამოყენებით. შეთავაზებების გაგზავნა შესაძლებელია ელფოსტით, ხოლო მომხმარებლებს ეძლევათ ელექტრონული ხელმოწერის შესაძლებლობა — ბეჭდვისა და დამატებითი გადაგზავნის გარეშე. სისტემით შესაძლებელია პროდუქტის ვარიანტების მართვა ატრიბუტების მიხედვით (ზომა, ფერი და სხვ.) პირდაპირ შეკვეთის სტრიქონზე, რაც შეკვეთის ფორმირების პროცესს უფრო მოქნილს ხდის. დადასტურებული შეკვეთები ავტომატურად გადაიქცევა მიწოდებად და ინვოისად, რის შედეგადაც გამორიცხულია მონაცემების ხელით ხელახალი ასახვა. ასევე მხარდაჭერილია დამატებითი და ჯვარედინი გაყიდვები, შეთავაზების შაბლონებში შემოთავაზებული დამატებითი პროდუქტების მეშვეობით. სისტემა უზრუნველყოფს დადასტურებული შეკვეთების ავტომატურ დაბლოკვას არა სანქცირებული ცვლილებებისგან დაცვის მიზნით. 

გამოწერები

მართეთ განმეორებადი შემოსავალი ავტომატიზებული გამოწერის კონტრაქტებით. განსაზღვრეთ ბილინგის ციკლები (თვე, კვარტალი, წელი), ავტომატურად გაგზავნეთ განახლების შეხსენებები და რეალურ დროში დეშბორდზე აკონტროლეთ მომხმარებელთა გადინება და ყოველთვიური განმეორებადი შემოსავალი. გამოწერის განახლებები დაკავშირებულია ინვოისებთან- ავტომატურად იქმნება ინვოისები ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

ინვოისები და გადახდები

გამოწერეთ მომხმარებლის ინვოისები პირდაპირ გაყიდვის შეკვეთებიდან ან მიწოდების დოკუმენტიდან. უზრუნველყავით წინასწარი გადახდების, დეპოზიტის ინვოისებისა და მრავალვალუტიანი ბილინგის მხარდაჭერა. დაუკავშირდით ონლაინ გადახდის პროვაიდერებს (Stripe, PayPal და სხვ.), რათა მომხმარებლებს შეეძლოთ პირდაპირ ინვოისის ბმულიდან გადახდა. აკონტროლეთ გადაუხდელი ბალანსები, გაგზავნეთ ავტომატური გადახდის შეხსენებები და ერთი დაწკაპუნებით მოახდინეთ საბანკო ამონაწერების რეკონსილაცია (შეჯერება),Smart matching წესების გამოყენებით.  

მეტის ნახვა..

შესყიდვები

შესყიდვების ავტომატიზაცია და მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვა.


შესყიდვის ორდერები

მართეთ შესყიდვების სრული პროცესი მოთხოვნიდან მიღებამდე. შექმენით შესყიდვის ორდერები ხელით ან სისტემა ავტომატურად შექმნის მათ მარაგის შევსების წესებისა და მარაგის დონის მიხედვით. განსაზღვრეთ თითოეული პროდუქტისთვის სასურველი მომწოდებლები შეთანხმებული ფასების სიებითა და მინიმალური შეკვეთის რაოდენობებით. დააკავშირეთ და შეადარეთ მომწოდებლების შეთავაზებები RFQ პროცესის ფარგლებში შეკვეთის დადასტურებამდე. მიღებული საქონელი ავტომატურად ერწყმის შესაბამის შესყიდვის შეკვეთას — ნებისმიერი რაოდენობრივი ან ფასის შეუსაბამობა დაუყოვნებლივ ფიქსირდება.

მომწოდებლების მართვა

მართეთ მომწოდებლების სრული მონაცემთა ბაზა საკონტაქტო ინფორმაციით, გადახდის პირობებით, მიწოდების ვადებითა და შესრულებული სამუშაოების მიხედვით. შეაფასეთ მომწოდებლები თითოეული შეკვეთის შემდეგ და გამოიყენეთ ეს მონაცემები მომავალი შესყიდვებისთვის მომწოდებლების შერჩევისას.

Procurement Rules & Replenishment

განსაზღვრეთ ავტომატური შევსების ზღვარი თითოეულ პროდუქტსა და საწყობის ლოკაციაზე.  როდესაც მარაგი ჩამოსცდება განსაზღვრულ მინიმუმს, სისტემა ავტომატურად ქმნის  შესყიდვის ორდერის დრაფტს (სამუშაო ვერსიას) ან შიდა ტრანსფერს, რაც ამცირებს მარაგის ამოწურვის რისკს, ხელით მონიტორინგის გარეშე.

შესყიდვების დამტკიცება

განსაზღვრეთ ხარჯვის ლიმიტები მომხმარებლებისა და დეპარტამენტებისთვის. ნებისმიერი შესყიდვის ორდერი, რომელიც გადააჭარბებს დადგენილ ზღვარს, დადასტურებამდე საჭიროებს დამტკიცებას. დამტკიცებასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება სრულად აღირიცხება აუდიტის ჩანაწერებში.

მეტის ნახვა..

საწყობი

საწყობის სრული კონტროლი რეალურ დროში


მრავალ ლოკაციური სისტემა

მართეთ ნებისმიერი რაოდენობის საწყობი, შიდა ლოკაცია, სათავსო - ერთიან სისტემაში. მარაგის გადაადგილება ლოკაციებს შორის ხორციელდება სრული მიკვლევადობით. თითოეულ ლოკაციას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი მარაგის შევსების წესები, დახარისხების, შეფუთვისა და გაგზავნის პროცესები, ასევე წვდომის კონტროლის სისტემა.

მიკვლევადობა — ლოტები და სერიული ნომრები

თვალყური ადევნეთ ცალკეულ ნივთებს ან პარტიებს (batch-ებს) მათი გადაადგილების ყველა ეტაპზე — მომწოდებლიდან მომხმარებლამდე. მიღების ეტაპზე მიანიჭეთ ლოტის ნომრები და მიჰყევით მათ შიდა გადატანების, წარმოების და საბოლოო მიწოდების პროცესებში. ხარისხის საკითხის ან პროდუქტის გაწვევის შემთხვევაში, დაზიანებული მარაგი იდენტიფიცირდება წამებში.

მარშრუტები და ოპერაციები

განსაზღვრეთ ლოგისტიკური პროცესები:  საქონელი შეიძლება გადიოდეს ხარისხის კონტროლს საწყობში განთავსებამდე. ორდერი შეიძლება მოიცავდეს ოპერაციებს-პროდუქტის აღება-შეფუთვას გაგზავნამდე, ხოლო დროპშიპინგის მარშრუტები შეიძლება განხორციელდეს საწყობის გამოყენების გარეშე. თითოეული მარშრუტის მორგება შესაძლებელია დამატებითი პროგრამირების გარეშე.

ბარკოდი და მობილური ოპერაციები

საწყობის თანამშრომლები ახორციელებენ ბარკოდის სკანირებას მობილური მოწყობილობით ან სპეციალური სკანერით, რათა დაადასტურონ საქონლის მიღება, გადატანა და მიწოდება. სისტემა ამცირებს ქაღალდზე დაფუძნებულ პროცესებს და პრაქტიკულად გამორიცხავს მონაცემების ხელით შეყვანის შეცდომებს.

მარაგების შეფასება

აირჩიეთ თვითღირებულების მეთოდი (FIFO, საშუალო ღირებულება ან სტანდარტული ფასი) პროდუქტის კატეგორიის მიხედვით. მარაგების შეფასება ავტომატურად აისახება ბუღალტერიაში და ფინანსური მონაცემები ყოველთვის შესაბამისობაშია რეალურ მარაგთან.

სავარაუდო ხელმისაწვდომობა

იხილეთ მოსალოდნელი მარაგი, დადასტურებული გაყიდვების, შესყიდვების და წარმოების ორდერების გათვალისწინებით. არ მიუთითოთ მიწოდების თარიღი მარაგის ხელმისაწვდომობის დადასტურების გარეშე.

ბუღალტერია

Enterprise-grade ფინანსური მართვა და ანგარიშგება


მთავარი ბუღალტრული წიგნი და ანგარიშთა გეგმა

მართეთ სრულად სტრუქტურირებული ანგარიშთა გეგმა საქართველოს ბუღალტრული სტანდარტებისა და საგადასახადო რეგულაციების შესაბამისად. ყველა ტრანზაქცია — ინვოისებიდან დაწყებული, მარაგის გადაადგილებითა და სახელფასო ანგარიშგებით დამთავრებული ავტომატურად აისახება შესაბამის ანგარიშებზე. მთავარი ბუღალტრული წიგნი ყოველთვის განახლებულია და ნებისმიერ დროს მზად არის შემოწმებისთვის.

ბანკის ამონაწერის რეკონსილაცია

ავტომატურად დაამატეთ ან ხელით ატვირთეთ ბანკის ამონაწერები. სისტემა ავტომატურად აკავშირებს ბანკის გადახდებს ბუღალტრულ ჩანაწერებთან და მთელი თვის ტრანზაქციების შეჯერებას რამდენიმე წუთში ახორციელებს.

გადასახადების მართვა

შესაძლებელია დღგ-ის განაკვეთების, დაკავებული გადასახადებისა და სხვა შესაბამისი გადასახადების კონფიგურაცია.შედეგად გადასახადები ავტომატურად ითვლება თითოეულ ინვოისზე. სისტემა ასევე ქმნის საგადასახადო ანგარიშებს საქართველოს შემოსავლების სამსახურში (RS.ge) წარსადგენად საჭირო ფორმატში.

მრავალვალუტიანი სისტემა

გამოწერეთ ინვოისები და დაარეგისტრირეთ გადახდები ნებისმიერ ვალუტაში. გაცვლითი კურსის სხვაობები ავტომატურად გამოითვლება და აისახება ბუღალტრულ ჩანაწერებში.ხელმისაწვდომია სრულფასოვანი მრავალვალუტიანი ანგარიშგება კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობენ.

ფინანსური ანგარიშგება

ერთი დაწკაპუნებით შექმენით მოგება-ზარალის ანგარიში, ბალანსი, ფულადი ნაკადების ანგარიში და დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების ანალიზი — ნებისმიერი თარიღისთვის ან პერიოდისთვის. იხილეთ ჯამური მაჩვენებლები და გაეცანით მათ შემადგენელ ოპერაციებს სრული დეტალებით.

ბიუჯეტის მართვა

განსაზღვრეთ წლიური ან კვარტალური ბიუჯეტები სხვადასხვა მიმართულებისთვის და რეალურ დროში აკონტროლეთ ფაქტობრივი ხარჯები. მარტივად შეადარეთ დაგეგმილი და რეალური მაჩვენებლები და დროულად მიიღეთ შეტყობინება, თუ ხარჯები ბიუჯეტის ლიმიტს უახლოვდება ან აჭარბებს.

ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი

აკონტროლეთ ხარჯები და შემოსავლები პროექტების, დეპარტამენტების, ხარჯვითი ცენტრების ან ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის მიხედვით სტანდარტული ბუღალტრული სტრუქტურისგან დამოუკიდებლად. მარტივად შეაფასეთ თითოეული ბიზნეს მიმართულების ან კლიენტის მომგებიანობა და მიიღეთ უკეთესი გადაწყვეტილებები მონაცემებზე დაყრდნობით.

დადასტურებები

სტრუქტურირებული მრავალდონიანი დადასტურების სისტემა მთელ კომპანიაში.


მორგებული დადასტურების სისტემა

შექმენით დადასტურების სისტემა ნებისმიერი ტიპის მოთხოვნისთვის — შესყიდვებისთვის, ხარჯებისთვის, შვებულებებისთვის, აღჭურვილობის განაწილებისა თუ კონტრაქტების დამტკიცებისთვის. მარტივად განსაზღვრეთ, ვინ რას ადასტურებს, რა თანმიმდევრობით მიმდინარეობს პროცესი და რა პირობებით აქტიურდება თითოეული ეტაპი (მაგალითად, თანხის ზღვარი, დეპარტამენტი ან კონკრეტული კატეგორია). არ საჭიროებს პროგრამირებას — ყველაფერი მარტივად იქმნება და იმართება ვიზუალური ინტერფეისის საშუალებით.

მრავალდონიანი და პარალელური დადასტურებები

ზოგიერთი გადაწყვეტილება საჭიროებს ერთზე მეტი პასუხისმგებელი პირის თანხმობას. შესაძლებელია თანმიმდევრული დადასტურების სისტემის შექმნა (მენეჯერი → დირექტორი → CFO) ან პარალელური დადასტურებები, როდესაც რამდენიმე პასუხისმგებელი პირი ერთდროულად აცხადებს თანხმობას. პროცესი შემდეგ ეტაპზე გადადის მხოლოდ მაშინ, როცა ყველა საჭირო თანხმობა არის მიღებული.

მონიტორინგი და შეტყობინებები

დასადასტურებელი მოთხოვნა რეალურ დროში კონტროლდება. პასუხისმგებელი პირები იღებენ ავტომატურ შეტყობინებებს   ელ-ფოსტით ან აპლიკაციის მეშვეობით. მოთხოვნის ავტორებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნახონ თავიანთი განაცხადის მიმდინარე სტატუსი. მენეჯერებს აქვთ დეშბორდი, სადაც ერთიანად ჩანს მათ გუნდებში არსებული ყველა დასადასტურებელი მოთხოვნა.

აუდიტი და შესაბამისობა

ყველა ტიპის ოპერაცია — დადასტურება, უარყოფა ან შესწორებისთვის დაბრუნება ინახება დროისა და გადაწყვეტილების მიმღები პირის ინფორმაციით. ეს ქმნის ოპერაციების სრულ ისტორიას,რომლის რედაქტირებაც შეუძლებელია და აკმაყოფილებს შიდა აუდიტისა და შესაბამისობის მოთხოვნებს.

პროექტების მართვა

დაგეგმეთ, განახორციელეთ და აკონტროლეთ სამუშაო პროცესი ყველა გუნდში


პროექტები და ეტაპები

შექმენით პროექტები ნებისმიერი ტიპის სამუშაოსთვის — კლიენტისთვის, კომპანიის შიდა საჭიროებებისთვისა და ახალი პროდუქტის განვითარებისთვის. დაყავით პროექტები ეტაპებად და ეტაპობრივ მიზნებად. იხილეთ პროექტის საერთო პროგრესი სწრაფად, ცალკეული დავალების დეტალურად შემოწმების გარეშე.

მოცულობის მართვა

მართეთ გუნდის ამოცანები ერთ სივრცეში- დაანაწილეთ ისინი გუნდის წევრებს შორის, განსაზღვრეთ ვადები და პრიორიტეტები, იმუშავეთ kanban დაფაზე საჭიროებების მიხედვით და აკონტროლეთ შესრულების პროცესი რეალურ დროში.

განტის დიაგრამა და დროის სქემა

სისტემა უზრუნველყოფს სამუშაოს ვიზუალურ დაგეგმვას Gantt დიაგრამის მეშვეობით. სისტემა ხელმისაწვდომია როგორც კომპიუტერზე, ისე მობილურზე.

სამუშაო საათების აღრიცხვა

სისტემა აკონტროლებს თანამშრომლის სამუშაო დროს და გარდაქმნის მას კლიენტისთვის ინვოისებად შეთანხმებული ტარიფით. საათების რეგისტრაცია შესაძლებელია ტაიმერით ან ხელით, პროექტებთან დაკავშირებით.

რესურსების დაგეგმვა

იხილეთ თანამშრომლების სამუშაო დატვირთვა ყველა აქტიურ პროექტზე. განსაზღვრეთ გადატვირთული და ნაკლებად დატვირთული წევრები და მიიღეთ გადაწყვეტილებები სამუშაოს გადანაწილებაზე რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით.

ადამიანური რესურსები

თანამშრომლების სრული მონაცემების მართვა დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში


თანამშრომლების მონაცემები

თითოეული თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია ინახება სრულად და სტრუქტურირებულად — პირადი მონაცემებით, პოზიციით, დეპარტამენტით, კონტრაქტის ტიპით, სამუშაო გრაფიკით და ანგარიშგების ჯაჭვით. კომპანიის იერარქია იმართება მოქნილი ორგანიზაციული სქემის მეშვეობით.

რეკრუტინგი

გამოაქვეყნეთ ვაკანსიები პირდაპირ თქვენს ვებგვერდზე ან დასაქმების პლატფორმებზე. მართეთ ყველა განაცხადი კონფიგურირებადი Kanban პროცესით  — ახალი განაცხადიდან შეთავაზების მიღებამდე. შეაფასეთ და შეადარეთ კანდიდატები, დაგეგმეთ ინტერვიუები, გაგზავნეთ სამუშაო შეთავაზებები და შერჩეული კანდიდატები ასახეთ თანამშრომლებად სისტემაში.

შვებულებების და გაცდენების მართვა

თანამშრომლების მიერ  შვებულების მოთხოვნა ხორციელდება ელექტრონულად. მოთხოვნა ავტომატურად იგზავნება დასადასტურებლად შესაბამის მენეჯერთან. შვებულების ბალანსი ავტომატურად ითვლება თითოეული ტიპის მიხედვით (ყოველწლიური, ავადმყოფობის, ანაზღაურების გარეშე და სხვ.) და ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია როგორც თანამშრომლისთვის, ისე მენეჯერისთვის.

ხელფასების მართვა

ხელფასები ავტომატურად ანგარიშდება კონტრაქტების, სამუშაო გრაფიკის, სამუშაო დროის აღრიცხვისა და დადასტურებული შვებულებების საფუძველზე. განსაზღვრეთ ანაზღაურების წესები, გამოიყენეთ სახელფასო დაკავებები და შექმენით სახელფასო ფურცლები PDF ფორმატში. ბუღალტრულ სისტემასთან ინტეგრაციით ხელფასების ჟურნალის ჩანაწერები ავტომატურად აღირიცხება ბუღალტრულ ჟურნალში.

შეფასებები

დაამკვიდრეთ თანამშრომლების შეფასების სტრუქტურირებული სისტემა. შექმენით შეფასების შაბლონები მიზნებისა და კომპეტენციების მიხედვით. შეაგროვეთ თანამშრომლების თვითშეფასებები და მენეჯერების უკუკავშირი წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. გამოიყენეთ შეფასების შედეგები ხელფასის ცვლილებისა და დაწინაურებისთვის.

ხარჯები

თანამშრომლები მობილური აპლიკაციიდან წარადგენენ სამსახურებრივ ხარჯებს ქვითრებთან ერთად. მენეჯერებს შეუძლიათ მოთხოვნის სწრაფად დადასტურება ან უარყოფა ერთი ღილაკის მეშვეობით. დამტკიცებული ხარჯები ავტომატურად აღირიცხება ბუღალტერიაში და თანამშრომელს უბრუნდება ხელფასთან ერთად ან ცალკე ტრანზაქციით — ზედმეტი ცხრილების და ელ-ფოსტის გარეშე.

 მხარდაჭერა (Helpdesk)

მომხმარებელთა მოთხოვნების მიღება, კონტროლი და სწრაფი გადაწყვეტა.


Helpdesk Tickets (მოთხოვნები)

მიიღეთ და მართეთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების მოთხოვნები სხვადასხვა არხის საშუალებით- ელფოსტით,
ვებ-პორტალით, ონლაინ ჩატით ან სპეციალური ფორმის საშუალებით. სისტემა თითოეულ მოთხოვნას ავტომატურად აღრიცხავს და გაძლევს საშუალებას მართო ისინი გუნდის, კატეგორიის, პრიორიტეტისა და მომსახურების დონის SLA-ის მიხედვით.

მომსახურების დონის შეთანხმებები (SLA)

განსაზღვრე რეაგირებისა და მოთხოვნის გადაწყვეტის ვადები პრიორიტეტის ან მომხმარებლის ტიპის მიხედვით. სისტემა რეალურ დროში აკონტროლებს SLA-ის შესრულებას და პასუხისმგებელ თანამშრომელს წინასწარ ატყობინებს ვადის მოახლოვების შესახებ. SLA-ის შესრულების მაჩვენებლები ხელმისაწვდომია როგორც გუნდის, ისე თითოეული თანამშრომლის დონეზე.

მოთხოვნების გადამისამართება და ესკალაცია

მოთხოვნები ავტომატურად გადამისამართდება შესაბამის გუნდზე ან თანამშრომელზე წინასწარ განსაზღვრული წესების მიხედვით (კატეგორია, ენა, მომხმარებლის სეგმენტი). თუ მოთხოვნის განხილვა დადგენილ ვადაში ვერ განხორციელდა, ის ავტომატურად ესკალირდება უფროს სპეციალისტთან ან მენეჯერთან.

მომხმარებლის პორტალი

მომხმარებლებს შეუძლიათ თვითმომსახურების პორტალის მეშვეობით საკუთარი მოთხოვნების (tickets) შექმნა, ნახვა და სტატუსის კონტროლი — სატელეფონო ზარის ან ელფოსტის გარეშე. მოთხოვნის სტატუსის განახლებისას, მომხმარებელს ავტომატურად ეგზავნება შეტყობინება. 

მომხმარებლის კმაყოფილება და უკუკავშირი

მოთხოვნის გადაწყვეტის შემდეგ სისტემა ავტომატურად აგზავნის მომხმარებელთან სერვისის შეფასების ფორმას. სისტემა აგროვებს შეფასებებსა და კომენტარებს და აჩვენებს CSAT შედეგებს აგენტების, გუნდებისა და პერიოდების მიხედვით რეალურ დროში.  

ტექნიკური მომსახურება

 საწარმოო აღჭურვილობის მართვა, ტექნიკური ხარვეზების პრევენცია და  მომსახურების ისტორიის მონიტორინგი


საწარმოო აღჭურვილობის რეესტრი

მართეთ კომპანიის აღჭურვილობისა და დანადგარების მონაცემთა ბაზა — კატეგორიების, მდებარეობის, ტექნიკოსების, სერიული ნომრების, შეძენის თარიღებისა და გარანტიის ვადების მიხედვით. თითოეულ მოწყობილობას აქვს სრული მომსახურების ისტორია.

პრევენციული ტექნიკური მომსახურება

განმეორებითი ტექნიკური მომსახურების სამუშაოები ავტომატურად იგეგმება საჭირო დროს და სისტემა მათ ანაწილებს პასუხისმგებელ ტექნიკოსებზე.

სასწრაფო ტექნიკური მომსახურების მოთხოვნები

აღჭურვილობის გაუმართავობის შემთხვევაში იქმნება ტექნიკური მომსახურების მოთხოვნა აღწერით, პრიორიტეტითა და ფოტოებით. შესაძლებელია მოთხოვნის მიმდინარეობის კონტროლი მის დასრულებამდე - ყველა სამუშაო ქმედება აღირიცხება თარიღისა და ხანგრძლივობის მიხედვით.

ხარვეზების მონიტორინგი

აღრიცხეთ აღჭურვილობის მუშაობის ხარვეზის თითოეული შემთხვევა, მისი მიზეზი და ხანგრძლივობა. გააანალიზეთ ისტორიული მონაცემები, რათა გამოავლინოთ ყველაზე ხშირად გაუმართავი მოწყობილობები და მიიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები შეკეთებასა და ჩანაცვლებას შორის.

საწარმოო პროცესებთან ინტეგრაცია

ტექნიკური მომსახურება სრულად არის დაკავშირებული წარმოების მოდულთან. საწარმოო ხაზზე დანადგარის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება ავტომატურად შეიქმნას ტექნიკური მომსახურების მოთხოვნა, და დაგეგმილი ტექნიკური მომსახურება აისახება წარმოების გრაფიკში, კონფლიქტებისა და შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.

ინტეგრაციები

დააკავშირეთ Odoo იმ ინსტრუმენტებსა და სერვისებს, რომლებსაც თქვენი ბიზნესი უკვე იყენებს.


ბანკები და გადახდის სისტემები

დააკავშირეთ ქართული და საერთაშორისო ბანკები ავტომატური საბანკო ამონაწერების იმპორტისთვის. ინტეგრაცია ონლაინ გადახდის სისტემებთან (Stripe, PayPal და სხვა) უზრუნველყოფს ინვოისების ონლაინ გადახდას. სისტემა ავტომატურად აერთიანებს გადახდებს შესაბამის ინვოისებთან და ახორციელებს ბუღალტრულ შეჯერებას.

ელ.კომერცია და ონლაინ მაღაზიები

დააკავშირეთ თქვენი Odoo backend ონლაინ მაღაზიასთან, რომელიც შექმნილია Odoo eCommerce-ზე, Shopify-ზე, WooCommerce-ზე ან სხვა პლატფორმებზე. პროდუქტის კატალოგი, მარაგის დონეები, შეკვეთები და მომხმარებლის მონაცემები სინქრონიზებულია ორივე მიმართულებით — რეალურ დროში.

Google Workspace და Microsoft 365

კონტაქტების და კალენდარული ღონისძიებების სინქრონიზაცია Odoo-სა და Gmail/Outlook-ს შორის. შეინახეთ ყველა კომუნიკაცია ერთ სივრცეში — ელფოსტები დაუკავშირე CRM ლიდებს, კონტაქტებსა და პროექტებს, ხოლო დოკუმენტები მარტივად მიამაგრეთ Google Drive-იდან და SharePoint-იდან.

VoIP და ტელეფონია

ინტეგრირებული VoIP-ის საშუალებით განახორციელეთ და მიიღეთ ზარები პირდაპირ CRM-იდან ან Helpdesk-იდან. შემომავალი ზარები ავტომატურად უკავშირდება შესაბამის კონტაქტებს, ხოლო ზარების ისტორია ინახება შესაბამის ჩანაწერში.

REST API და მორგებული ინტეგრაციები

Odoo უზრუნველყოფს სრულად დოკუმენტირებულ REST API-სა და XML-RPC ინტერფეისს, რაც შესაძლებელს ხდის ინტეგრაციას ნებისმიერ სისტემასთან — ლოგისტიკა, სახელმწიფო პორტალები, მონაცემთა ბაზები, BI ინსტრუმენტები ან legacy პროგრამები. მონაცემების წაკითხვა, ჩაწერა და განახლება სრულად შესაძლებელია პროგრამულად.

IoT და აპარატურა

IoT Box-ის მეშვეობით პირდაპირ დააკავშირეთ Odoo-სთან ბარკოდის სკანერები, ქვითრის პრინტერები, ელექტრონული სასწორები, გადახდის ტერმინალები და ინდუსტრიული სენსორები — დამატებითი დრაივერების გარეშე. გამოიყენება POS-ში, საწყობებსა და საწარმოო სფეროში.

50,000+ კომპანია იყენებს Odoo-ს თავისი ბიზნესის განვითარებისთვის

შემოგვიერთდით და გახადეთ თქვენი კომპანია უფრო ეფექტური