შიგთავსზე გადასვლა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა


 ბოლო განახლება: ივნისი 2026

1. კომპანიის შესახებ


SoftArt Ltd. არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის, კონსალტინგური და ინფორმაციული ტექნოლოგიების მომსახურების მიწოდებას. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს Odoo ERP სისტემების დანერგვა, კონფიგურაცია, პროგრამული განვითარება (დეველოპმენტი) და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა სხვადასხვა სექტორში მოქმედი ბიზნესსუბიექტებისთვის.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ რა კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს და ამუშავებს SoftArt Ltd., რა სამართლებრივი საფუძვლებითა და მიზნებით ხდება მათი დამუშავება, ასევე როგორ ხორციელდება აღნიშნული მონაცემების დაცვა.


საკონტაქტო ინფორმაცია:

შპს სოფტარტი

Email: [email protected]


2. რა კატეგორიის მონაცემებს ვაგროვებთ

2.1. ვებ გვერდის გამოყენებისას

ვებგვერდზე ვიზიტისას შესაძლებელია ავტომატურად დამუშავდეს შემდეგი ინფორმაცია:

  • IP მისამართი;
  • ბრაუზერის ტიპი;
  • მონახულებული გვერდები;
  • ვებგვერდზე გატარებული დრო;
  • ქუქი-ფაილების (Cookies) და მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით მიღებული ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-7 ნაწილი.


2.2. მომხმარებლის მხრიდან პირდაპირი კომუნიკაციისას

ჩვენთან დაკავშირების ან საკონტაქტო ფორმის შევსების შემთხვევაში შესაძლებელია დამუშავდეს შემდეგი ინფორმაცია:

  • სახელი და გვარი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • კომპანიის დასახელება;
  • ტელეფონის ნომერი ((ასეთის მოწოდების შემთხვევაში);
  • შეტყობინების შინაარსი და მასში მითითებული ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია


2.3. მხარდაჭერის პორტალის (Helpdesk) გამოყენებისას

მომხმარებლის მხარდაჭერის პორტალით სარგებლობისას შესაძლებელია დამუშავდეს:

  • მომხმარებლის ავტორიზაციის მონაცემები (ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი); ავტორიზაციის მონაცემები ინახება უსაფრთხოების შესაბამისი ტექნიკური ზომების გამოყენებით.
  • მხარდაჭერის ბილეთების შინაარსი და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი თანდართული ფაილი;
  • მომხმარებელსა და კომპანიას შორის განხორციელებული კომუნიკაციის სრული ისტორია.


2.4. კლიენტთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში

მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში დამატებით შესაძლებელია დამუშავდეს:

  • საბილინგო ინფორმაცია;
  • კომპანიის იურიდიული და საიდენტიფიკაციო მონაცემები;
  • ხელშეკრულებებისა და მომსახურების პირობებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  • საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვისთვის აუცილებელი მონაცემები.


3. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები

პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ განსაზღვრული, მკაფიო და ლეგიტიმური მიზნებით, მათ შორის:

  • მომხმარებლის მოთხოვნებზე, შეკითხვებსა და განაცხადებზე რეაგირების მიზნით;
  • მოთხოვნილი მომსახურების მიწოდებისა და შესრულების მიზნით;
  • მომხმარებლის ანგარიშისა და მხარდაჭერის ბილეთების ადმინისტრირების მიზნით;
  • სახელშეკრულებო და მომსახურებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად;
  • ვებგვერდის, პროგრამული სისტემებისა და მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
  • მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი და მარეგულირებელი ვალდებულებების შესასრულებლად.
კომპანია არ ახორციელებს პერსონალური მონაცემების საფუძველზე ავტომატიზებული გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც იწვევს მომხმარებლისთვის სამართლებრივ ან სხვა მნიშვნელოვან შედეგებს.



4.პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით:


4.1. ხელშეკრულების შესრულება

მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების ან ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებლის მოთხოვნით შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად.


4.2 ლეგიტიმური ინტერესი

მონაცემები შეიძლება დამუშავდეს კომპანიის ლეგიტიმური ინტერესების საფუძველზე, მათ შორის:

  • ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის;
  • მომსახურების გაუმჯობესებისთვის;
  • ბიზნესპროცესების ეფექტიანად მართვისთვის;
  • მოთხოვნებისა და დავების მართვისთვის.


4.3. სამართლებრივი ვალდებულება

მონაცემთა დამუშავება შეიძლება საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი საგადასახადო, ბუღალტრული, შრომითი ან სხვა სამართლებრივი მოთხოვნების შესასრულებლად.


4.4. თანხმობა

იმ შემთხვევებში, როდესაც კანონმდებლობა მოითხოვს მონაცემთა სუბიექტის თანხმობას, მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ.

(მაგალითად, მარკეტინგული კომუნიკაცია ან არასავალდებულო ანალიტიკური ქუქი-ფაილები).


5. პერსონალური მონაცემების გამჟღავნება და მესამე პირებისთვის გადაცემა

კომპანია არ ყიდის, არ აქირავებს და არ გადასცემს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს მათი პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.

მონაცემები შესაძლებელია გადაეცეს:

  • Odoo S.A. - მომხმარებელთა ანგარიშების, ERP სისტემებისა და მხარდაჭერის პროცესების ადმინისტრირების მიზნით;
  • Google LLC — ვებგვერდის ანალიტიკისთვის (Google Analytics) და სამუშაო სივრცის ინსტრუმენტებისთვის (Gmail, Google Drive).
  • Meta Platforms, Inc.-სოციალური მედიის პლატფორმებთან ინტერაქციის ან სარეკლამო ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში; (აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით დამუშავებულ მონაცემებზე ვრცელდება Meta-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკა).
  • ჰოსტინგისა და ინფრასტრუქტურული მომსახურების მიმწოდებლებს;
  • სახელმწიფო და მარეგულირებელ ორგანოებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მესამე პირები მონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ შესაბამისი სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნების დაცვით.


6. თქვენი მონაცემების შენახვის ვადები

მონაცემთა კატეგორიამონაცემთა შენახვის ვადა

საკონტაქტო ფორმით მიღებული მიმართვები

2 წელი

მხარდაჭერის ბილეთები და მომხმარებელთან კომუნიკაცია

კლიენტთან ურთიერთობის დასრულებიდან 3 წელი

ხელშეკრულებები და საბილინგო დოკუმენტაცია

7 წელი(საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად)

მარკეტინგული მიზნებისთვის გაცემული თანხმობის შესახებ ჩანაწერები

თანხმობის გაუქმებიდან 1 წელი

ანალიტიკური მონაცემები

14 თვე


7. Cookies/ქუქი-ფაილები

ვებგვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს, რომლებიც წარმოადგენს მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს და ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე.

გამოიყენება შემდეგი კატეგორიის ქუქი-ფაილები:

  • აუცილებელი (Strictly Necessary Cookies) - ვებგვერდის ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  • ანალიტიკური (Analytics Cookies) - ვიზიტორთა ქცევის ანალიზისა და ვებგვერდის გაუმჯობესების მიზნით;
  • სოციალური მედიის (Social Media Cookies) - სოციალური ქსელების ფუნქციონალის ინტეგრაციის შემთხვევაში.

ქუქი-ფაილების მართვა შესაძლებელია თქვენი ბრაუზერის პარამეტრების მეშვეობით. ანალიტიკური ქუქი-ფაილების გამორთვა არ ზღუდავს ვებგვერდის გამოყენების შესაძლებლობას.


8. Meta/Facebook

SoftArt Ltd.-ის Facebook გვერდით ან Meta-ს სხვა სერვისებით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს Meta Platforms, Inc.-ის მიერ, მისი დამოუკიდებელი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

Facebook-ის სარეკლამო კამპანიებთან დაკავშირებით Meta Pixel-ის ან მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში, Meta Platforms, Inc.-მა შესაძლოა დაამუშაოს ინფორმაცია მომხმარებლების მიერ ვებგვერდთან ინტერაქციის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება რეკლამების ეფექტიანობის შეფასების, აუდიტორიების ფორმირებისა და მომხმარებლებისთვის შესაბამისი რეკლამების მიწოდების მიზნით.

ასეთი დამუშავება ხორციელდება Meta-ს პლატფორმის პირობების, Meta-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მოქმედი მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში — მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი თანხმობის საფუძველზე.


9. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
  • მოითხოვოთ თქვენს მონაცემებზე წვდომა;
  • მოითხოვოთ არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება;
  • მოითხოვოთ მონაცემების წაშლა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  • შეზღუდოთ მონაცემთა დამუშავება;
  • გააპროტესტოთ მონაცემთა დამუშავება;
  • ნებისმიერ დროს გაიწვიოთ გაცემული თანხმობა;
  • მიიღოთ თქვენი მონაცემები სტრუქტურირებულ, ფართოდ გამოყენებად და  წაკითხვად ფორმატში (Data Portability).

უფლებების განსახორციელებლად დაგვიკავშირდით:  [email protected]

კომპანია უზრუნველყოფს მოთხოვნის განხილვას და პასუხის გაცემას არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.


10. მონაცემთა უსაფრთხოება

კომპანია იყენებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს- პერსონალური მონაცემების დასაცავად არასანქცირებული წვდომის, ცვლილების, დაკარგვის, განადგურების ან გამჟღავნებისგან.

უსაფრთხოების ღონისძიებები მოიცავს:

  • დაშიფრულ კომუნიკაციას (HTTPS/TLS);
  • წვდომის კონტროლის მექანიზმებს;
  • სარეზერვო კოპირების პროცესებს;
  • უსაფრთხოების რეგულარულ მონიტორინგსა და შემოწმებებს.

მიუხედავად აღნიშნულისა, ინტერნეტით მონაცემთა გადაცემის სრულ უსაფრთხოებას კომპანია ვერ უზრუნველყოფს.


11. მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტები

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების ინციდენტის გამოვლენის შემთხვევაში კომპანია იმოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში აცნობებს შესაბამის პირებსა და უფლებამოსილ ორგანოს.


12. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებები

კომპანია უფლებამოსილია პერიოდულად განაახლოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე შესაბამისი თარიღის მითითებით. არსებითი ცვლილებების შემთხვევაში აქტიურ კლიენტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.