Back to product
Odoo Community SaaS
მომსახურების წესები და პირობები: Odoo Community SaaS
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს Odoo Community SaaS პლატფორმაზე (შემდგომში „მომსახურება“). ჩვენი მომსახურების გამოწერით, მასზე წვდომით ან მისი გამოყენებით, თქვენ („კლიენტი“, „თქვენ“ ან „თქვენი“) ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ისინი.
1. მომსახურების ფარგლები და ლიცენზირება
- მხოლოდ ჰოსტინგის მომსახურება: ჩვენ უზრუნველყოფთ მართვად ჰოსტინგსა და ინფრასტრუქტურას Odoo Community Edition-ისთვის.
- Enterprise ლიცენზიის არარსებობა: მოცემული პროდუქტი არ მოიცავს, არ ანიჭებს და არ უზრუნველყოფს Odoo Enterprise Edition-ის არცერთ ფუნქციონალზე ლიცენზიას ან გამოყენების უფლებას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გესაჭიროებათ Odoo Enterprise ფუნქციონალი, მისი შეძენა სრულად წარმოადგენს თქვენს პასუხისმგებლობას და უნდა განხორციელდეს უშუალოდ Odoo S.A.-სგან.
2. თანხის დაბრუნება და გამოწერის პოლიტიკა
- ყველა გაყიდვა საბოლოოა: მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება წინასწარ, გამოწერის პრინციპით. პროდუქტის შეძენა და გამოწერის განახლების საფასური მკაცრად არ ექვემდებარება თანხის დაბრუნებას.
- გამოწერის შეჩერების შეუძლებლობა: გამოწერა მოქმედებს უწყვეტ რეჟიმში. ჩვენ არ უზრუნველყოფთ გამოწერის დროებით შეჩერების ან გაყინვის შესაძლებლობას.
3. დაგვიანებული გადახდები, სერვისის შეჩერება და მონაცემთა წაშლა
გამოწერის გადახდის ჩავარდნის ან ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოქმედებს შემდეგი მკაცრი ვადები:
- დღე 1–5 (საშეღავათო პერიოდი): თქვენი სერვისი აქტიური რჩება, თუმცა მიიღებთ შეტყობინებებს დავალიანების შესახებ.
- მე-6 დღე (მომსახურების შეჩერება): თქვენი მონაცემთა ბაზა და მომსახურებაზე წვდომა შეჩერდება გადახდის მიღებამდე.
- 21-ე დღე (სამუდამოდ წაშლა): თუ გადახდა არ განხორციელდება თავდაპირველი ვადის გასვლიდან ოც (20) კალენდარულ დღეში, თქვენი მონაცემთა ბაზა, კონფიგურაცია და მასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი სამუდამოდ და შეუქცევადად წაიშლება ჩვენი სერვერებიდან.
- რეტროაქტიული ბილინგი: გადახდის დაგვიანების ან მომსახურების შეჩერების ნებისმიერ პერიოდში, ყველა დაგვიანებული დღე მაინც ჩაითვლება ბილინგის ციკლში. წვდომის აღდგენისათვის თქვენ უნდა გადაიხადოთ სრული პერიოდის საფასური.
4. მონაცემთა სარეზერვო ასლები და მთლიანობა
- 24-საათიანი სარეზერვო პოლიტიკა: ჩვენ ვახორციელებთ თქვენი მონაცემთა ბაზის ავტომატურ ყოველდღიურ სარეზერვო ასლების შექმნას. სარეზერვო ასლები ინახება მავალ მოძრავ რეჟიმში 24 საათის (1 დღის) ვადით.
- შეზღუდვა: ჩვენ არ ვინახავთ ისტორიულ არქივებს ამ 24-საათიანი ვადის მიღმა. რეკომენდირებულია, რომ პერიოდულად თავად მოახდინოთ საკუთარი მონაცემების ექსპორტი და მათი უსაფრთხო შენახვა.
5. სისტემის უსაფრთხოება და მომხმარებლის ავტორიზაციის მონაცემები
- ანგარიშის უსაფრთხოება: თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი თქვენი ავტორიზაციის მონაცემების (მომხმარებლის სახელი და პაროლი) კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვაზე.
- პასუხისმგებლობის შეზღუდვა: ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მონაცემთა გაჟონვაზე, არაავტორიზებულ წვდომაზე ან ნებისმიერ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია თქვენ მიერ ავტორიზაციის მონაცემების არასათანადო დაცვით.
6. მესამე მხარის მოდულები და პერსონალიზაცია (Customizations)
- App Store და პერსონალური კოდი: თუ გადაწყვეტთ მესამე მხარის აპლიკაციების, მოდულების ან პერსონალური კოდის (custom code) ინსტალაციას თქვენს Odoo სივრცეში, აღნიშნულს აკეთებთ სრულად თქვენი რისკით.
- პასუხისმგებლობის შეზღუდვა: ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირების წინაშე ნებისმიერი ზიანისთვის, შეცდომებისთვის, მონაცემთა დაზიანებისთვის, სამართლებრივი შეუსაბამობისთვის ან ფინანსური დანაკარგისთვის, რომელიც გამოწვეულია ხარვეზიანი, მავნე ან არასათანადოდ კონფიგურირებული მესამე მხარის აპლიკაციებით ან პერსონალიზაციით.
7. სტანდარტული SaaS გარანტიები და პასუხისმგებლობის შეზღუდვები
- „როგორც არის“ (As-Is) საფუძველი: მომსახურება მიწოდებულია „როგორც არის“ (AS IS) და „ხელმისაწვდომობის ფარგლებში“ (AS AVAILABLE) პრინციპით. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ მომსახურება იქნება უწყვეტი, შეცდომების გარეშე ან სრულად დაცული.
- ზიანის ანაზღაურების შეზღუდვა: კანონმდებლობით დაშვებული მაქსიმალური მოცულობით, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი არაპირდაპირი, შემთხვევითი, სპეციალური ან თანმდევი ზიანისთვის (მათ შორის დაკარგული მოგების, მონაცემების ან რეპუტაციული ზიანის ჩათვლით), რომელიც წარმოიშობა მომსახურების გამოყენების ან მასთან კავშირის შედეგად.
- ცვლილებები: ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოთ წინამდებარე წესები და პირობები. ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ სერვისის გამოყენების გაგრძელება ნიშნავს თქვენს თანხმობას განახლებულ პირობებზე.
- Service Credit: თუ მომსახურება ვერ აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხელმისაწვდომობის დონეს (SLA) და აღნიშნული ხარვეზი გამოწვეულია მხოლოდ პროვაიდერის პასუხისმგებლობის სფეროში არსებული მიზეზებით, კლიენტს შეიძლება მიენიჭოს Service Credit.
8. ტექნიკური მხარდაჭერის პოლიტიკა
- ხელმისაწვდომი მხარდაჭერა: მხარდაჭერა მკაცრად შემოიფარგლება ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობით, სერვერის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და სტანდარტული სისტემის ფარგლებში დადასტურებული ტექნიკური ხარვეზებისა თუ შეცდომების აღმოფხვრით.
- ფუნქციური სწავლების გამორიცხვა: მხარდაჭერა არ მოიცავს ტრენინგს, კონსულტაციას, კონფიგურაციის რეკომენდაციებს ან ინსტრუქციებს (how-to) Odoo-ს ფუნქციონალის გამოყენებასთან დაკავშირებით.
- Self-Service პრინციპი: ოპერაციულ საკითხებთან, სამუშაო პროცესებთან და ფუნქციონალის გამოყენთან დაკავშირებით, კლიენტი სრულად არის პასუხისმგებელი გამოიყენოს Odoo-ს სტანდარტული, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია და სახელმძღვანელოები.
9. მომსახურების დასაშვები გამოყენება
- კლიენტი ვალდებულია გამოიყენოს მომსახურება მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის.
- აკრძალული ქმედებები: უკანონო საქმიანობა; მავნე პროგრამების გავრცელება; სპამის გაგზავნა; არაავტორიზებული წვდომის მცდელობა; სისტემაში შეღწევის ტესტირება (penetration testing) წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენება.
10. მომსახურების შეწყვეტა
- პროვაიდერის უფლება: პროვაიდერი უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის, უკანონო გამოყენების ან უსაფრთხოების რისკების არსებობის შემთხვევაში.
- კლიენტის უფლება: კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააუქმოს გამოწერა.
11. მოქმედი სამართალი და დავების გადაწყვეტა
- წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან მოთხოვნა გადაწყდება საქართველოს სასამართლოების ექსკლუზიური იურისდიქციის ფარგლებში.
შესყიდვის განხორციელებით კლიენტი ადასტურებს, რომ წაიკითხა, გაიგო და სრულად და უპირობოდ ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, რაც ქმნის მხარეთა შორის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას.